четверг, 6 июня 2019 г.
On 06:24 by თეა ნონიკაშვილი No comments
მოგესალმებით
მე ვარ ლიკა მირუაშვილი, ქვახვრელის
საჯარო სკოლის მოსწავლე. აქამდე ჩემთვის
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა ყველაზე ნაკლებად სასურველი მოვლენა იყო. რატომღაც
ყოველთვლის ვთვლიდი, რომ ასეთი საგნების სწავლა შესაძლებელი იყო უფრო საინტერესოდ.
ვიცოდი იმის შესახებაც თუ რამდენად კარგად აღჭურვილი იყო ქალაქის სკოლების სამეცნიერო
ლაბორატორიები, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩვენს მეზობელ სოფელშიც შეიძლებოდა
ყოფილიყო მსგავსი რესურსი. მე ჯერ კიდევ არ მავიწყდება ჩემი დაბნეულობა და გაოცება
როდესაც ხიდისთავის სკოლის ლაბორატორიის კარი გაიღო და პირველად შევავლე მას თვალი.
ჯერ შიგნითაც არ ვიყავი შესული რომ უკვე მადლიერი ვიყავი საკუთარი თავის რომ ასეთ შესაძლებლობაზე
უარი არ ვთქვი. მთელი ეს დრო სულ მოუთმენლად ველოდი როდის მოვიდოდი საკლუბო მუშაობებზე
და ეს მხოლოდ სწავლის წყურვილი და ინტერესი არ ყოფილა. ისეთი პოზიტიური ატმოსფერო ტრიალებს, რომ თავისთავად
გიჩნდება აქ ყოფნის სურვილი.
როცა ზოგჯერ 45 წუთი გაკვეთილზე საუკუნედ მეჩვენებოდა ახლა 1 საათიც
არ მყოფნიდა იმდენად მსურდა უფრო მეტის სწავლის, მეტის გაგების საშუალება მქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სხვადასხვა ორგანოების
ფორმა ყოველთვის ვიცოდი ახლა მათ ბევრად უკეთ აღვიქვამ. სულ მინდოდა ისეთი ექსპერიმენტები
ჩამეტარებინა როგორებსაც ხშირად ვნახულობდი ხოლმე ინტერნეტში, მაგრამ არ მეგონა თუ
ოდესმე ეს მართლა მოხდებოდა .ვაღიარებ ჯერ კიდევ ვნანობ, რომ როცა ხელზე ცეცხლის დანთების შანსი მქონდა შემეშინდა და უარი ვთქვი.
საკლუბო მუშაობების
შემდეგ ჩვენ წაგვიყვანეს რამდენიმე სხვადასხვა ექსკურსიაზე. მე ვიყავი გარდენიაში,
საქართველოს ეროვნულ და აბრეშუმის მუზეუმში. ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ოცნება
ამიხდა. რამდენიმე წლის წინ როდესაც პირველად გავიგე საქართველოს ისტორიისთვის რამდენად
ღირებული და ძვირფასი ნივთები ინახებოდა ეროვნულ მუზეუმში, მას შემდეგ ეს ადგილი გულში
ჩამრჩა და სულ მინდოდა ერთხელ მაინც მენახა იგი. საბედნიეროდ იმედები არ გამიცრუვდა,
პირიქით იმაზე უფრო დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა ვიდრე ველოდი.
ასევე მოგვეცა
საშუალება რომ დავსწერებოდით ხიდისთავის სკოლის ბავშვების მიერ ჩატარებულ კონფერენციას
და მონაწილეობა მიგვეღო შემეცნებით თამაშ ,,რა?სად?როდის?-ში’’.რომელში გამარჯვებულ
ხიდისთავის სკოლას მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემი სკოლის სახელით. ვფიქრობ ეს აქტვივობები
ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ იმ ბავშვებისთვისაც
რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ამ ღონისძიებებში .ამ პროქტმა შეგვძინა ცოდნა, მეტის სწავლის
მოტივაცია, გამოცდილება, აგვავსო შთაბეჭდიებებით და რაც მთავარია მოგვცა მოგონებები,
რომლებსაც ზუსტად ვიცი, რომ არასდროს დავივიწყებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
თეა მასწავლებელს ამ პროექტის განხორციელებისთვის და იმისთვის რომ ასეთ მნიშვნელოვან
ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებლობა მოგვცა.
მოგესალმებით ყველას!
მე ვარ ატენის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ჯიოშვილი. როგორც
ქვახვრელის და უფლისციხის სკოლები ასევე ატენის სკოლაც იყო ჩართული საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების კლუბურ სამუშაოებში. ჩვენთვის, თითოეული მათგანისთვის ხიდისთავის სკოლაში
მოსვლა დაკავშირებული იყო ახალ აღმოჩენებთან, იმის დიდ სურვილთან გაგვეგო რაიმე ახალი,
ჩვენი ხელით შეგვექმნა და ჩვენ თვითონ განგვეხორციელებინა შესანიშნავი ცდები, რომელიც
არცერთ ჩვენთაგანს არ დაავიწყდება. ამ რვა თვემ ბევრი რამ გვასწავლა, შევიძინეთ ახალი
მეგობრები, გავიცანით არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც ნამდვილად თავის საქმის
პროფესიონალები არიან. შევდგავდით თუარა ფეხს ლაბორატორიაში სულ სხვა გარემო იყო, სულ
სხვა ურთიერთობები, რაც უმთავრესია ბავშვის დასაინტერესებლად. და აქედან გამომდინარე
ნამდვილად არ მეგულება ბავშვი რომელიც არ დაინტერესებულა ამ ცდებით. მართალია ასჯერ
გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო. თეორიული მასალა უმთავრესია ცოდნის მისაღებად მაგრამ
პრაქტიკაში ნახვა უფრო დასამახსოვრებელია და დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ამ პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი იყო ექსკურსიები, საიდანაც დაბრუნებული ბავშვები აღფრთოვანებული
ყვებოდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. ასევე გაიმართა თამაში ,, რა? სად? როდის?“ სადაც
ბავშვებმა ბევრი ვიხალისეთ და რაც მთავარია მივიღეთ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მე ვფიქრობ რომ ასეთი სახის პროექტები კიდევ ბევრი უნდა იყოს რადგან ისეთმა ბავშვებმა
ვისაც აქვს პოტენციალი, მიდრეკილება თავისი ცოდნის გაღრმავებისკენ, შეძლონ თავიანთი
ნიჭის წარმოჩენა, ახალის შესწავლა, ნახვა და გააზრება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
თითოეულ ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის პედაგოგებს, რომლებმაც მართლაც თავი არ დაზოგეს
და მახსიმალურად ეცადნენ რომ ჩვენთვის ენახვებინათ ის რაც აქამდე არ ვიცოდით, ან ვიცოდით
და არ გვქონდა ნანახი.ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ხიდისთავის მოსწავლეებს რომლებიც
ეხმარებოდნენ მასწავლებლებს და ასევე ჩვენ. დგეს ეს პროექტი მთავრდება და გული გვწყდება
რომ ვეღარ შევხვდებით ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს ასე ხშირად ვეღარ ჩავატარებთ შესანიშნავ
ცდებს. მაგრამ რაც ამ რვა თვეს განხოლციელდა ყოველთვის გვემახოვრება. მადლობთ!
среда, 5 июня 2019 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Search
Popular Posts
-
გამარჯვებული ვიდეორგოლები: I ადგილი - ხიდისთავის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გიორგი ნონიკაშვილი II ადგილი-ქვახვრელის საჯარო სკ...