Технологии Blogger.

Blogger templates

четверг, 2 мая 2019 г.

On 12:39 by თეა ნონიკაშვილი   No comments
გამარჯვებული ვიდეორგოლები:
I ადგილი - ხიდისთავის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე   გიორგი ნონიკაშვილი

II ადგილი-ქვახვრელის საჯარო სკოლა




პროექტ ,,გახდი აღმომჩენის“ ფარგლებში , რომელიც დაფინანსებულია გუდავაძე = პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება ,,განათლება ყველასათვის საქართველო“ს მხარდაჭერით, ცხადდება ვიდეოების კონკურსი სახელწოდებით:          ,,არა ნარკოტიკს, ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“!
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ხიდისთავის, ატენის, უფლისციხის და ქვახვრელის საჯარო სკოლების პროექტ ,,გახდი აღმომჩენში“  ჩართულ მოსწავლეებს.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების  უნარების გამოვლენა/განვითარება.
კონკურსის პირობები:
§  მოსწავლემ უნდა შექმნას ვიდეო რგოლი, რომელშიც ნათლად იქნება ასახული საკუთარი დამოკიდებულება ნარკოტიკის მიმართ.
§   ვიდეო რგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული ფოტოაპარატი ან ტელეფონი.
§  მოსწავლეებმა თავად უნდა შეიმუშაონ ვიდო რგოლის სიუჟეტი;
§  ვიდეო რგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
§  ვიდეო რგოლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;
საკონკურსო ნაშრომების შეფასების საორიენტაციო კრიტერიუმები:
§  ვიდეო რგოლების შესრულების ტექნიკური მხარე;
§  ორიგინალური ხედვა;
§  სიუჟეტი;
ვადები:
§  საკონკურსო ნამუშევრების გადმოგზავნა არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივნისისა შემდეგ მისამართზე: tea.nonikashvili@gmail.com
§  სკოლაში შექმნილი კომისიის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - სამეცნიერო პიკნიკის დღეს 
§  გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი ფასიანი საჩუქრებით:
პირველი ადგილი - ადამიანის სხეულის ილუსტრირებული ატლასი
მეორე ადგილი - მედიცინა-ილუსტრირებული ისტორია



0 коммент.:

Отправить комментарий